სასწავლო პროექტი



1. პროექტის   სახელწოდება: მთელი  რიცხვების  გაყოფადობა,  თვლის   სისტემები.   კოდირება                    

2.  პროექტის  მთავარი  თემა: მთელი  რიცხვების  გაყოფადობა,  თვლის  სისტემები,  ორობითი  სისტემა  კოდირება.

3. პროექტის  აქტუალობა:  მთელი  რიცხვების  გაყოფადობის  თვისების  გამოყენებითთ  სხვადასხვა  ფუძიანი  პოზიტიური  სისტემის  წარმოდგენისა  და  ერთმანეთთან   დაკავშირების    უნარის  განვითარება  კოდირე ბის  გამოყენება.

4.  პროექტის  მიზანი:  მოსწავლეებს    შევასწავლო  რომ   მთელ   რიცხვთა   თეორიის   სხვდასხვა      მათემატიკური   სტრუქტურა  სს ხვადასხვა   სასწავლო  პროგრამის   საფუძველველი  და  განუყოფელი  ნაწილია,  მთელ  რიცხვთა  თეორიას  ჩვენს  რეალობაში  ფართო  გამოყენება    ააქვს

5. მოსწავლეთა  ასაკი: 14-15 წელი.

6. ვადები: ერთი   კვირა.

7. მისაღწევი   შედეგები:  სხვადასხვა  მათემატიკურ   სტრუქტურათა   შორის   მაგალითად   ნაშთთა  კლასების   რგოლის  გამოყენება   სხვადასხვა  რეალობაში   მაგ.  ტექსტური  ინფორმაციის   კოდირება.

8. პროექტისათვის  საჭირო   ძირითადი  რესურსები: დაფა  ცარცი  ფოლმასტერი   შესაბამისი  ცხრილები   კომპიუტერი.

9. პროექტის   მსვლელობა [ძირითადი  აქტიობები]:  
აქტივობა 1 _ მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად.
თემის გაცნობა,
დავალებების გადანაწილება.
აქტივობა 2 _ მოსწავლეები იმუშავებენ შემდეგ თემებზე:
1. გაყოფადობა  მთელ   რიცხვთა  სიმრავლეზე.   რა  შემთხვევაში  ვიტყვით  რომ  a რიც ხვი  არის  b რიცხვის   ჯერადი?
გაყოფადობის თვისებები:
თუ a არის b-ს ჯერადი, b არის c-ს ჯერადი. თუ a არის d-ს ჯერადი, b არის d-ს ჯერადი, მაშინ a+b არის d-ს ჯერადი (დაამტკიცეთ ეს დებულება). სამართლიანია შესაკრებთა ნებისმიერი რიცხვისათვის.
2. ნაშთიანი გაყოფა: ნებისმიერი a და b მთელი რიცხვებისთვის მოიძებნება ისეთი q და r რიცხვები რომ a=bq+r სადაც a<r<b.
3. რიცხვის ჩაწერა ათობით სისტემაში და წარმოდგენა სათადარიგო ერთეულებით ჯამის სახით.
4. ,,ორობითი წესით’’ შეიძლება ნებისმიერი ასო, სიტყვა და წინადადებაც ჩავწეროთ, მოსწავლეები გაეცნობიან კოდირების პრინციპს (დაშიფრვას).
10) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
მოსწავლეები დაეფუძნებიან მთელი რიცხვების სხვადასხვა ფუძით ჩაწერის წესს. განსაკუთრებით ორობით სისტემას. ამ შემთხვევაში ნებისმიერი მთელი რიცხვის ჩაწერისათვის საკმარისია მხოლოდ ორი ციფრი 0 და 1. რომ ორობითი სისტემის გამოყენებით შეიძლება ნებისმიერი რიცხვის ან საიდუმლო ტექსტის კოდირება (გაშიფრვა) და სხვა საინტერესო ამოცანის გადაწყვეტა.

11. პროექტის ხელმძღვანელი: კუკური ბუბუტეიშვილი.

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kukuribubuteishvili@gmail.com